ალექსანდრე თამაზაშვილი – აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: იმდენად მყარია სიყვარული და ერთგულება, ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომ ყოველ მეორე ქართველს უარს ეუბნებიან ამერიკის ვიზაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც თამაზაშვილი წერს, იმდენად მყარია სიყვარული და ერთგულება, ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომ ყოველ მეორე ქართველს უარს ეუბნებიან ამერიკის ვიზაზე.

„იმდენად მყარია სიყვარული და ერთგულება, ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომ ყოველ მეორე ქართველს უარს ეუბნებიან ამერიკის ვიზაზე.

2023 წლის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მტერი და ოკუპანტი რუსეთის მოქალაქეების ვიზების თხოვნა 60 % ით დადებითად გადაწყდა.

იგივე სტატისტიკის მიხედვით საქართველოს მოსახლეობაზე ბევრად ადვილად იღებენ ვიზებს: ერაყის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ნიგერიის, პაკისტანის, აზერბაიჯანის და მსოფლიოს 170 ქვეყნის მოქალაქეები.

სტატისტიკა ოფიციალურია და შეგიძლიათ იხილოთ: https://travel.state.gov/…/Non…/RefusalRates/FY23.pdf“, – წერს თამაზაშვილი Facebook-ზე.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ რკინასავით მტკიცეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები