პაატა დობორჯგინიძე: ოპოზიცია და სიმართლე – ორი მთვარე ერთ ცაზე, იოცნებეთ ხელახალი არჩევნები
ოპოზიცია და სიმართლე – ორი მთვარე ერთ ცაზე. იოცნებეთ ხელახალი არჩევნები. ოღონდ ჯერ, ეუთო-ოდირის დასკვნა გააყალბეთ – არჩევნები ნორმალურად ჩატარდაო, რომ დაიწერა, – ამის შესახებ იურისტი პაატა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ასეთ რთულ და გაუგებარ ეპოქაში, როცა ოპოზიცია მთავრობას მოღალატეს და ქვეყნის გამცემს ეძახის, დებატებზე ეთერში არ დაუჯდა.
„მხოლოდ შარშია ჭეშმარიტება ! – იტყოდა ჩემი მეზობელი პოლიანტე და არასოდეს შარში არ გაყოფდა თავს. ბრძენი კაცი იყო, ბრძენი!
ისეთ გაუგებარ სიტუაციაში მოვხვდით მთელი ქვეყანა, მგონი ის დროა, ცაში ავიხედოთ და ვარსკვლავებით გავიკვლიოთ გზა.
დამოუკიდებელ საქართელოზე უფროსი მაინც ვარ ასაკით და ამიტომ ვიტყვი.
მეგობრებო, დემოკრატიას უნდა გაძლება. დემოკრატია ძლიერთა ხვედრია. დემოკრატია განსხვავებული აზრისა და გემოვნების შეგუება და თანაარსებობაა. დემოკრატიას სუსტები ვერ უძლებენ. – განსხვავებული ხმები ერთად გამარჯვებისთვის არსებობს და არა ვინმეს დასამარცხებლადო – იტყოდა პოლიანტე ბაბუა და არავის აზრი არ აინტერესებდა თვითონ.
პოლიტიკა ურთულესი მეცნიერებაა, რომელიც უკავშირდება ისეთ დარგებს, როგორიცაა ეკონომიკა, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ისტორია, რელიგია, ადამიანის უფლებები, პოლიტიკური რეჟიმები, კვლევები, სტატისტიკური მონაცემები, სტრატეგიები, და კიდევ უამრავი დოზანა. ანუ ძალიან რთულია, საფრთხილო და საშარო.
ხოდა ყველა როგორ გახდით უცებ, ამ ურთულესი პროფესიის სპეციალისტები, დოქტორები და მაგისტრები?
ასეთ რთულ და გაუგებარ ეპოქაში, როცა მთავრობას მოღალატეს ეძახი და ქვეყნის გამცემს, შეიძლება ქვეყნის პირველ პირებს, ოპოზიცია პირდაპირ ეთერში არ დაუჯდე სადებატოდ? ოპოზიციამ უარი განაცხადა. – არაო, არ მინდაო, თქვე რუსების მთავრობაო. გავაჩეროთ ქვეყანაო.
გაგიჩერდათ გაყინული ტვინები! ამას ქვია იდიოტიზმის პიკი! სასტიკად წააგეთ პიარი მთავრობასთან! ღია ეთერს ვერ ბედავთ! თქვენს შეცდომებზე დგას „ოცნება“. თქვენს გამო, კიდევ დიდხანს მოგვიწევს იგივე სახეების ყურება. – ჩიტი ნასკლინტით იცნობაო – იტყოდა პოლიანტე და ერთს არ დაიხედავდა დაბლა.
ოპოზიცია და სიმართლე – ორი მთვარე ერთ ცაზე.
იოცნებეთ ხელახალი არჩევნები. ოღონდ ჯერ, ეუთო-ოდირის დასკვნა გააყალბეთ – არჩევნები ნორმალურად ჩატარდაო, რომ დაიწერა. ოცნება უფასოა. ოცნებას ფული რად უნდა.
მე იმაზე ვშფოთავ, რომ ისე ვერ ვშფოთავ, როგორც საჭიროა.
ამიტომ მოგმართავთ ყველას:
1.ბრიქინობელა ოპოზიცია, თქვენ არ მოგმართავთ, რადგან ოპოზიცია არ არსებობთ. დარჩით მარტო ბრიქინობელა. სიჩუმიდან რომ ამოდიხართ ხმაურიან სისადავეში.
2.ძვირფასო ჯენზი ახალგაზრდებო, როგორ დავიჯერო, რომ თქვენ იცით რა არის ევროკავშირი, რა არის სუვერენიტეტი, პოლიტიკური დოქტრინები, ეკონომიკის საფუძვლები, პოლიტიკური იდეოლოგიები და ზოგადად, პოლიტიკა? როცა გამოცდილი, ობიექტური, ასაკოვანი ქართველი პოლიტოლოგები, ამბობენ, რომ – უკრაინის ომის დასრულებამდე, რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია!
თქვენ ჯენზებო, როდის მოასწარით ამდენის შესწავლა და უზუსტესი დასკვნების გამოტანა 20 წლის ასაკში? გინდა 25-ის?
ასე იცის, დემოკრატიის ერთი ნ ა ხ უ ი თ შეყვარებამ!
- საქართველოს მთავრობავ, დაასრულე ეს ღამის მასკარადები და აღადგინე ქვეყანაში წესრიგი!
ამოხვედით ყველა ყელში.
ამ დროს დაუჯერებელი რამ – უნივერსიტეტის სტუდენტები გაემიჯნენ ამ ვაქხანალიას! აი რას ნიშნავს ნამდვილი განათლება! განათლება ნიშნავს იმას, არ ჩაერიო იმაში, რაზედაც კომპეტენცია არ გაგაჩნია და რის აზრზეც არ ხარ.
უბრალო კაცმა ურალოდ უნდა იფიქროსო – იტყოდა პოლიანტე და ჩაბჟირებამდე ჩაფიქრდებოდა.
ამასობაში ბარელი ბორჯომი 700$ გახდა. თან მარტო ქართველებს აქვთო – მღელვარებაა ევროკავშირში“, – წერს პაატა დობორჯგინიძე Facebook-ზე.