სააკაშვილი: სოლიდარობა ჩემს მეგობარ ნიკა გვარამიას, შურისძიების მსხვერპლს, ალეკო ელისაშვილს და სხვა დაკავებულებს
საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას, ალეკო ელიაშვილის და სხვა ადამიანების დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ჩემი სოლიდარობა ჩემს მეგობარს და თანამებრძოლს ნიკა გვარამიას, შურისძიების მსხვერპლს ალეკო ელისაშვილს, “ნაციონალური მოძრაობის” 5 უმაგრეს ახალგაზრდას და ყველა სხვა უკანონოდ დაკავებულს.
ვამაყობ ჩვენი სახელოვანი ჩემპიონის ზურაბ დათუნაშვილის მიერ რეჟიმისადმი ნიღბის ახდით”,- წერს სააკაშვილი.