ალი ბაბაევი – ალეკო ელისაშვილზე: დამარტყა ჯერ მხარზე, მერე სახეზე და ბოლოს ფეხიც დამარტყა
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, ალი ბაბაევი “მოქალაქეების” ლიდერ ალეკო ელისაშვილის მიერ მასზე თავდასხმას ეხმაურება.
მისი თქმით, ელისაშვილი მას უცენზურო სიტყვებით მიმართავდა.
“აფთიაქში მივედი, წამალი რომ მეყიდა. შესასვლელშივე, ვიღაც მაგინებს და უცენზურო სიტყვებს ისროდა ჩემი მიმართულებით. უკან გავიხედე და ალექსანდრე ელისაშვილი იყო. დამარტყა, ჯერ მხარზე, მერე სახეზე და ბოლოს ფეხიც დამარტყა, შემდეგ წავიქეცი, რა დროსაც მხარი და თავი დავარტყი. გამოიძახეს სასწრაფო და საავადმყოფოში წამიყვანეს”, – აღნიშნა ბაბაევმა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს პროკურატურა ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას ედავება.