ანჯაფარიძე – სანქციებზე: რა დონეზე დახურდავდნენ უკრაინის არალეგიტიმური “პრეზიდენტი” ზელენსკი და უკრაინული ფესვების მქონე, აშშ-ის წარმავალი სახელმწიფო მდივანი, ხომ ხედავთ

“რა დონეზე დახურდავდნენ უკრაინის არალეგიტიმური “პრეზიდენტი” ზელენსკი და უკრაინული ფესვების მქონე, აშშ-ის წარმავალი სახელმწიფო მდივანი – ენტონი ბლინკენი, ხომ ხედავთ”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ის ზელენსკის მიერ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეხმაურება.

“ნახეს, რომ მათ აქაურ აგენტურას და რადიკალურ ოპოზიციას გაუჭირდა და მორიგ ჯერზე ხელი შეაშველეს, ისევე როგორც ადრე ევროპარლამენტმა.

რუსულად ამას ერთი კარგი სახელი აქვს “обмельчали,” ხოლო ინგლისურად კი “dwindle.

ახლა კი სერიოზულად, ოფიციალურმა კიევმა საქართველოს ხელისუფლებას სხვა არჩევანი არ დაუტოვა გარდა იმისა, რომ ან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტოს უკრაინასთან, ან იქ ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობის დონე დააქვეითოს. ეს სახელმწიფოს ღირსების საკითხია, და თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, მე მას ვერ გავუგებ!”, – წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები