“არ ძალადობს დემონსტრანტი, არ პასუხობს პოლიცია” – ირაკლი ჭეიშვილი
„ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ჭეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც გუშინდელ საპროტესტო აქციას ეხმაურება.
“გუშინ პოლიციამ იმიტომ არ დაშალა აქცია, დაშლის პირას არიანო, ზედმიწევნით თანამდებობებს ტოვებენო, სანქციები გზაშიაო და მოკლედ, უძლურები არიანო – ასე მიპასუხეს პოსტზე. მაშინ ასე გკითხავთ, ბათუმში რატომ არ შლის აქციას პოლიცია? რატომ არ არის შეტაკებები? იქ სხვა პოლიცია დგას? იმიტომ, რომ არ არის პროვოკაციები და პოლიციაზე შეტევა.
არ ძალადობს დემონსტრანტი, არ პასუხობს პოლიცია! გუშინ იყო ამის ნათელი მაგალითი!”, – წერს ჭეიშვილი.