“წუხელ ხელისუფლების მიტაცების მსურველ უსამშობლოთა მიერ ორგანიზებულმა პროტესტმა მშვიდობიანად ჩაიარა, რისი მიზეზიც იყო ის, რომ ე.წ. პარტიებიდან კონფისკებულია ძალადობის საშუალებები” – გია აბაშიძე

“წუხელ ხელისუფლების მიტაცების მსურველ უსამშობლოთა მიერ ორგანიზებულმა პროტესტმა მშვიდობიანად ჩაიარა, რისი მიზეზიც იყო ის, რომ ე.წ. პარტიებიდან კონფისკებულია ძალადობის საშუალებები. მშვიდობიან აქციებს კი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, მანქურთების მიერ უზომოდ დამუნათებული, მედგარი პოლიცია არც შლის და მით უმეტეს, არც არასდროს „არბევს“, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

„წუხელ ხელისუფლების მიტაცების მსურველ უსამშობლოთა მიერ ორგანიზებულმა პროტესტმა მშვიდობიანად ჩაიარა, რისი მიზეზიც იყო ის, რომ ე.წ. პარტიებიდან კონფისკებულია ძალადობის საშუალებები. მშვიდობიან აქციებს კი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, მანქურთების მიერ უზომოდ დამუნათებული, მედგარი პოლიცია არც შლის და მით უმეტეს, არც არასდროს „არბევს“.

მომიტინგეთა ექსტრემიზმზე, საზოგადოების ნაწილისა და განსაკუთრებით ახალგაზრდების სულიერ მოწამვლაზე პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. ოპოზიციის ე.წ ლიდერები, ანუ აგენტოკრატიის ნაცმონები.

მრავალჯერ გავიმეორებ – ვერც ერთი ანტიკონსტიტუციური პერსონაჟი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას“, – წერს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები