ლევან ნიკოლეიშვილი: ფაქტი სახეზეა, როგორც კი განეიტრალდა რადიკალების ბუდეები, როგორც კი ამოღებულ იქნა სხვადასხვა საშუალებები – პიროტექნიკა, მოლოტოვის კოქტეილები, დააპატიმრეს ექსტრემისტები, აქციამ მშვიდობიანი სახე მიიღო

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ოფისებში საგამოძიებო მოქმედებებს და კონკრეტული პირების დაკავებას ეხმიანება.

“ფაქტი სახეზეა, როგორც კი განეიტრალდა რადიკალების ბუდეები, როგორც კი ამოღებულ იქნა სხვადასხვა საშუალებები (პიროტექნიკა, მოლოტოვის კოქტეილები და სხვა), დააპატიმრეს ექსტრემისტები აქციამ მშვიდობიანი სახე მიიღო. ოპოზიციის ლიდერებიც საკმაოდ შეშინებულ-შეფუცხუნებულები იყვნენ, ასეა, როცა სახელმწიფოს ემტერები, კრახი გარდაუვალი გაქვს”, – წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები