„ქორთიარდ მარიოტთან“ ვითარება დაიძაბა – მოქალაქეების ნაწილი ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა
სასტუმრო „ქორთიად მარიოტთან“, სადაც ოთხი ოპოზიციური პარტიის შეხვედრა მიმდინარეობდა, ვითარება დაიძაბა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მოქალაქეების ერთი ნაწილი ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა.
პოლიცია მხარეებს შორის ვითარების განმუხტვას ცდილობს.
სამართალდამცველებმა ადგილზე, სავარაუდოდ, რამდენიმე პირი, მათ შორის ყოფილი სპორტსმენი, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი დააკავეს.