გოგა ხაინდრავა: ჰიტლერიუგენდი შექმნეს საქართველოში, ეს არის ბოროტება, დანაშაული, რომლის სიღრმეც ბოლომდე არ გვაქვს გააზრებული

“ჰიტლერიუგენდი შექმნეს საქართველოში, ეს არის ბოროტება, დანაშაული, რომლის სიღრმეც ბოლომდე არ გვაქვს გააზრებული”,- ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

“ამერიკაში ცნობილია, რომ ადმინისტრაციას, რომელსაც წაგებული აქვს არჩევნები, „კოჭლ იხვს“ ეძახიან. ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ის აღარ ფუნქციონირებს. ყველაზე მძიმე ნაბიჯები, რომელმაც მსოფლიო დააყენა ბირთვული კონფლიქტის წინაშე, ბაიდენმა განახორციელა ზუსტად ამ „კოჭლი იხვის“ პერიოდში, როდესაც უკრაინას მისცა უფლება შორს მსროლელი იარაღის გამოყენების.

3 წელია იქ ომის მიდის, ეს რომ პირველ თვეს გაეკეთებინა, უკრაინის მდგომარეობა ბევრად უკეთესი იქნებოდა, რუსეთი ვერ მიაღწევდა იმას, რასაც მიაღწია. დღეს ნატოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უკრაინამ არ უნდა დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები, სანამ ჩვენ არ უზრუნველვყოფთ იარაღითო. კი მაგრამ, 3 წელია სადა ხართ? დაანგრიეს ქვეყანა, მიწასთან გაასწორეს.

ის რაც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა – ჰიტლერიუგენდი შექმნა თავის დროზე ფაშისტურმა წყობილებამ. კადრები არსებობს, რომ ბერლინის კედლის დაცემის წინ, 8-9-10 წლის ბავშვები დგანან ფორმაში, ჩაფხუტები ახურავთ, იარაღი უჭირავთ და ჰიტლერი ეუბნება თქვენ უნდა დაიცვათ გერმანიაო. ჰიტლერიუგენდი შექმნეს საქართველოში, ეს არის ბოროტება, დანაშაული, რომლის სიღრმეც ბოლომდე არ გვაქვს გააზრებული. გეკითხებით – 10 წლის ბავშვი ჩაფხუტით პოლიციელს რომ ესვრის, ზეგ რომ მასწავლებლის ქცევა არ მოეწონება, ხომ იმასაც ესვრის? თუ უთხრეს, რომ პოლიციელისთვის შეიძლება სროლა… წარმოგიდგენიათ რა უქნეს ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს? თვითონ სად არიან? ამის მაგალითია ხაზარაძე, როდიონოვთან ერთად იდგა 9 აპრილის ღამეს და ჩვენ გვარბევდნენ კომკავშირის დავალებით. ახლა წავიდა და ახალ ეროვნულ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში რუსთავში“, – განაცხადა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები