დავით ჩიხელიძე: ადეიშვილის ხელის ბიჭი, ბანკების დამყაჩაღებელი და გამაკოტრებელი, საბანკო სექტორს გაფიცვისკენ მოუწოდებს

“ადეიშვილის ხელის ბიჭი, ბანკების დამყაჩაღებელი და გამაკოტრებელი, საბანკო სექტორს გაფიცვისკენ მოუწოდებს”, – ასე ეხმაურება ექსპერტი დავით ჩიხელიძე სებ-ის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიშვილის განცხადებებს.

როგორც ჩიხელიძე წერს, ყველგან რაც ხდება, ყველაფერი გასაგებია.

„ეს ადეიშვილის ხელის ბიჭი, ბანკების დამყაჩაღებელი და გამაკოტრებელი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მანდატით, 2012 წელს მთავრობის კანცელარიაში, სხვადასხვა უწყებების საჯარო მოხელეებს გიგი უგულავასთან ერთად, რომ ემუქრებოდა და “ნაციონალური მოძრაობისთვის” ხმის მიცემას აიძულებდა (რაც ცენტრალური ბანკების მანდატიდან გამომდინარე პირდაპირი დანაშაულია), ნაცების პარტიულ მიტინგებზე თავისი თანამშრომლებისგან წასვლას დაჟინებით, რომ ითხოვდა, დღეს ეს ნაძირალა გამოდის და საბანკო სექტორს გაფიცვისკენ მოუწოდებს… ყველგან რაც ხდება, მართლაც ყველაფერი გასაგებია…,’’ – წერს სოციალურ ქსელში დავით ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები