წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლის დირექტორი: გთხოვთ მოსწავლეებს, თანამშრომლებს და მშობლებს, პოლიტიკურ დაპირისპირებას სკოლაში ნუ გადმოიტანთ

,,მიმდინარე პროცესებში არასრულწლოვანთა ჩართვა პოლიტიკური აქტორების ან არასრულწლოვანთა მშობლების მხრიდან დანაშაულად მიმაჩნია”, – ამის შესახებ საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლის დირექტორი, მამუკა თედიაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს.

“ვგმობთ იმ ძალადობას, რომელიც ბოლო დღეებში ხდება. გთხოვთ მოსწავლეებს, თანამშრომლებს და მშობლებს, პოლიტიკურ დაპირისპირებას სკოლაში ნუ გადმოიტანთ”, – წერს მამუკა თედიაშვილი.

შესაბამის განცხადებას საპატრიარქო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები