ანჯაფარიძე – სალომე ზურაბიშვილზე: იმდენად არის შესული ავადმყოფურ აზარტში, რომ, როგორც ერთ ქართულ ფილმშია, “თავკონტროლი აქვს დაკარგული”
“იმაზე, რასაც ქვემოთ დავწერ, ვიცი ბევრს ექნება სრულიად საფუძვლიანი კონტრარგუმენტი – ეს ხომ ამ ხელისუფლებამ გაათრია პრეზიდენტათო და ა.შ. დიახ, სამწუხაროდ, ასე იყო და შეცდომა აღიარებულია”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
“თუმცა, ის, რასაც დღეს ვხედავთ ვადამილეული (პ)რეზიდენტის მხრიდან, არის სრული(!) პოლიტიკური და მორალური მარგინალიზაცია, კრახი, დაცემა – როგორც გნებავთ ისე უწოდეთ. იმდენად არის შესული ავადმყოფურ აზარტში, რომ როგორც ერთ ქართულ ფილმშია, “თავკონტროლი აქვს დაკარგული.”
მოგეხსენებათ ნარცისიზმი და თვითგანდიდების მანია, რითაც ზურაბიშვილი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დაავადდა, იმის გამო რომ იყო “nobody” და უცებ გახდა “somebody,” უკურნებელი სენია.
არ ვიცი, ჩვენი საზოგადოება როგორ მოექცევა ზურაბიშვილს იმის შემდეგ, რაც ორბელიანების სასახლეს დაატოვებინებენ და აუცილებლად უნდა დაატოვებინონ, როგორც არ უნდა გაჯიუტდეს იქიდან გამოსვლაზე”, – წერს ანჯაფარიძე.