გია აბაშიძე: სალომე ზურაბიშვილი გააფთრებით, თუმცა ფუჭად ებრძვის ჩვენს სამართალდამცველებს და მათ ნარკომოხმარებაში ადანაშაულებს; იშვიათია ასეთი ნაძირალა პოლიტიკაში
„ადამიანობადაკარგული სალომე ზურაბიშვილი გააფთრებით, თუმცა, ფუჭად ებრძვის ჩვენს სამართალდამცველებს და მათ ნარკომოხმარებაში ადანაშაულებს, იშვიათია ასეთი ნაძირალა პოლიტიკაში”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს და სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთ ინტერვიუს ეხმიანება, სადაც ის აცხადებს, რომ პოლიციელები ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან.
“ერთ-ერთ დასავლურ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში იქედნე ზურაბიშვილმა უტიფრად განაცხადა: “დღეს ჩვენ მოწმე ვართ რუსული რეპრესიების, რომელიც ტარდება სპეცდანიშნულების ძალების გამოყენებით და რომლებიც აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. ამაზე მეტყველებს მათი ბრუტალურობა… მათ ურიგებენ ამფეტამინებს თუ არ ვიცი რაიმე სხვა ნივთიერებებს, რაც განაპირობებს გამძლეობას, იმიტომ, რომ უკვე მეხუთე ღამეა ეს გრძელდება”. შემთხვევით, მისი ნამდვილი სამშობლოს, საფრანგეთის ბრუტალური პოლიცია ხომ არ იგულისხმა, პროტესტის გამომხატველებზე რომ ნადირობენ? ანტიქართველი სალომე ზურაბიშვილი თუ გაჯიუტდა და ვადის ამოწურვის შემდეგ არ გამოვიდა ორბელიანების სასახლიდან, ფსიქიატრების ჯგუფები დასჭირდება რომ დაატოვებინონ იქაურობა ამ სულიერად უმახინჯეს არსებას“, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.