ალი ბაბაევი – ალეკო ელისაშვილზე: უცბად დამარტყა, შემდეგ სასწრაფო გამოიძახეს და საავადმყოფოში ვიყავი
“საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა განაცხადა, რომ მას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
დეტალებს ბაბაევი “ინტერპრესნიუსთან” ჰყვება.
“დაახლოებით, 18:00 საათზე, ფილარმონიის ტერიტორიაზე, აფთიაქში შევდიოდი წამლის საყიდლად. ამ დროს ჩემს უკან ბევრი ხალხი იყო. აქციაზე მიდიოდნენ. მესმოდა, რომ ზურგს უკან მლანძღავდნენ. ყველანაირ ბინძურ სიტყვებს ამბობდნენ ჩემი და ჩემი გუნდის წინააღმდეგ. ამბობდნენ, რომ მე რუსეთის მონა ვარ, მაგინებდნენ. შევტრიალდი და დავინახე ალექსანდრე ელისაშვილი. ვიფიქრე, ხომ არ გააფრინა-მეთქი, „რა დღეში ხარ ბიჭო“-თქო. მითხრა, შენ გეუბნები, შენი დედაო… გავიწიეთ-გამოვიწიეთ და უცბად დამარტყა. შემდეგ სასწრაფო გამოიძახეს და საავადმყოფოში ვიყავი. დღეს გამომწერეს,“ – განაცხადა ბაბაევმა.