1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7794 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7794 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7418 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0376 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9348 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8907 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0441 ლარი შეადგინა.