ნათია თურნავა: გაჩნდა აჟიოტაჟური მოთხოვნა დოლარზე და ასეთ დროს, მით უფრო, როცა ეს არ მომდინარეობს ეკონომიკური მიზეზებით, ვალდებული ვართ, ეს მღელვარება ჩავაქროთ – ჩვენ ეს გავაკეთეთ

რომ არ გაგვეკეთებინა ეს ინტერვენცია, მოხდებოდა ლარის მყისიერი გაუფასურება, რაც გააღარიბებდა მოსახლეობას, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების ხარჯვის შესახებ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელოვნურად შექმნილმა აჟიოტაჟმა დოლარზე მოთხოვნა გაზარდა.

„წინასაარჩევნოდ, მათ შორის ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟის გზით, რა თქმა უნდა, გაუარესდა მოლოდინები. გარკვეული არაპროგნოზირებადობის განცდა გაუჩინა ბაზრის მონაწილეებს, ამიტომ გაჩნდა აჟიოტაჟური მოთხოვნა დოლარზე და ასეთ დროს, მით უფრო, როცა ეს არ მომდინარეობს ეკონომიკური მიზეზებით, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს მღელვარება ჩავაქროთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა ეს ინტერვენცია, მერწმუნეთ, რომ მოხდებოდა ლარის მყისიერი გაუფასურება, რაც გააღარიბებდა ჩვენს მოსახლეობას, გააღარიბებდა ბიზნესს, შეარყევდა ლარის მიმართ ესოდენ დიდი ძალისხმევით ნაგროვებ ნდობას და ამის უკან შეტრიალება გაცილებით უფრო რთული იქნებოდა”, – აღნიშნა თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები