მამული, ენა, სარწმუნოება – ეს არის გეგმაც და მიზანიც!, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ამ პოსტით პაპუაშვილი ოპოზიციის ერთიან განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მათ სამოქმედო გეგმას ეხებოდა.
რამდენიმე საათიანი კონსულტაციებისა და მსჯელობის შემდეგ, ოპოზიციაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ გეგმის შესახებ ორშაბათს, აქციაზე ისაუბრებენ.