ანტარქტიდის ყინულები ძალიან სწრაფად დნება

კოსმოსური თანამგზავრების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ანტარქტიდის ყინულების გარშემო წყლის დონე საკმაოდ სწრაფად იზრდება. მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც ბრიტანელი მეცნიერი რაია კრეიგი ხელმძღვანელობს, დეტალურად შეისწავლა თანამგზავრის მიერ მოწოდებული მონაცემები და დაადგინა, რომ ანატარქტიდის ყინულები სხვა მყვინვარებთან შედარებით, ბევრად სწრაფად დნება.
კრეიგის ინფორმაციით, ბოლო ათი წლის მანძილზე ოკეანის დონემ 6 სანტიმეტრით მოიმატა, ხოლო ანტარქტიდაში 8 სანტიმეტრით. აღნიშნული დამაფიქრებელი სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ გლობალური დათბობის ტემპები ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები