კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა

კიევის დარნიცკის რაიონში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაღუპულებს შორის ორი ბავშვია, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია კი კვლავ გრძელდება.

ჯამში, 14 მაისის ღამეს, დედაქალაქზე განხორციელებული მასშტაბური დარტყმის შედეგად სულ 47 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ 13-14 მაისს რუსეთმა უკრაინაზე დრონებისა და სხვადასხვა ტიპის რაკეტების გამოყენებით მასშტაბური კომბინირებული თავდასხმა განახორციელა. სულ მოწინააღმდეგემ 1567 დრონი და 56 რაკეტა გამოიყენა. დრონების ჩამოგდების მაჩვენებელი 94% იყო, ხოლო რაკეტების – 73%.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, წინასწარი მონაცემებით, რუსებმა კიევში საცხოვრებელი კორპუსი X-101 ტიპის რაკეტით დაბომბეს, რომელიც მიმდინარე წლის მეორე კვარტალშია წარმოებული.

15 მაისი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები