“ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის თეთრიწყაროს საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო-შემეცნებითი ლექცია-სემინარი გაიმართა
“ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის თეთრიწყაროს საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო-შემეცნებითი ლექცია-სემინარი გაიმართა.
ღონისძიება მიეძღვნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის, ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა მეფე თამარის ხსენების დღეს.
წმინდანთა ცხოვრების შესახებ ლექცია-სემინარს უძღვებოდნენ ისტორიკოსები ზეინაბ აბულაძე და ბესარიონ ფაღავა.
ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივმა ანსამბლებმა “მთის არწივმა” და „ათინათმა” საეკლესიო საგალობლები შეასრულეს.
შეხვედრას “ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ინფორმაციას ,,ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის საბჭოს წევრი ნინო სარდლიშვილი ავრცელებს.