„წერა ჩემი სულის განუყოფელი ნაწილია, სადაც კალმით ვმოგზაურობ“ – ლელა სულაშვილის გზა პირველი ნოველიდან საქართველო-იტალიის პროექტ „ხიდამდე“

დაიბად თბილისში. სკოლა ქარელის აიონი სოფელ ბრეთის მეურნეობაში დაამთავრა. შემდეგ სწავლა გააგრძელ სოფლის მეურნეობის განხრით. სპეციალობით აგრონომია.
თბილისში მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ დაუბრუნდ სოფელს და ჩაერთპროგრამაში: „აწარმოე საქართველოში“. მეუღლესთან ერთად ჟოლოს პლანტაცია გააშენა.
ვწერ 1982 წლდან. ვწერდი ჩემთვის, რაც ესოდენ დიდ სიამოვნებას მანიჭებდა და დღესაც ასე გრძელდება. ჩემი პირველი ნოველა  2019 წელს ჟურნალ ანეულში დაიბეჭდა (რედაქტორი თამარ შაიშმელაშვილი).
არის საზოგადოება ტყეშაველის შემოქმედთა გაერთიანების და საზოგადოება ჩვენი აფხაზეთისწევრი. მიწვეულისაპატიო დელეგაციი წევრად საქართველოიტალიის გრანდიოზულ პროექტ ხიდი“.
მისი თანაავტორობით გამოცემულია ოთხი წიგნი. სამი მუზების ქარავანი და ერთი – „მინიატურული პროზა და პოეზია“ – პირველ ტომი. ამჟამად საკუთარ წიგნზე  მუშაობ. – ლელა სულაშვილის პერსონა.

 –   სკოლა. ოჯახი…    საინტერესო ბავშვობიდან?
– გავიზარდე მრავალშვილიან ოჯახში. დედა, მამა და ოთხი და-ძმა. სკოლის დასრულების შემდეგ დავამთავრე სასოფლო-სამეურნეო ექსპერიმენტული სასწავლებელი აგრონომის კვალიფიკაციით. წიგნი მამამ შემაყვარა. იგი მექანიზატორი იყო და, ამავე დროს,  ბრწყინვალედ იცოდა  საქართველოს ისტორია. ბავშვობა ასოცირდება სწავლასთან და ბუნებასთან მუდმივ შეხებასთან, რამაც განაპირობა ჩემი არჩევანი, გავმხდარვიყავი აგრონომი.
დედა ყოფილი ექთანია. მან შემაყვარა ეს პროფესია და დიდი წვლილი შეიტანა,  დამემთავრებინა საექთნო კურსები. გავთხოვდი ხაშურის რაიონის სოფელ გომში. მყავს მეუღლე, ორი შვილი – დავითი და ნინო. ორი შვილიშვილი – ლუკა და მარიამი.
–  1982 წლიდან დაიწყეთ წერა.  პირველი ნოველა კი 2019 წელს გამოქვეყნდა.
– ბავშვობაში მქონდა ჩანახატები. მიყვარდა წერა.1985 წელს კი დავწერე პირველი ნოველა „კატო“.  როდესაც ვწერ, ეს არის ჩემი გრძნობების ამოფრქვევა – ტკივილის, განცდის, იმედის, სიყვარულის და ა.შ. როგორ გამომდის, ეს მკითხველისთვის მიმინდვია.
მიყვარს ჩემი თითოეული ნოველა. იქ ჩემი ემოციაა, იმ წუთში რეალურად აღქმული. სანამ პირველი ნოველა  დაიბეჭდებოდა, მანამ  დიდი გზა იყო გასავლელი. არ მიფიქრია თუნდაც ერთ რომელიმე ნოველას ენახა მზის სინათლე, ვინაიდან ჩემთვის ვწერდი. მაგრამ მოხდა ის, რასაც ვერ ვიოცნებებდი. თბილისში სამსახურებრივი მოვალეობით მომიწია ძვირფას ქალბატონთან თანაცხოვრება. ეს გახლავთ თბილისის ცოცხალი მემატიანე, ქალბატონი ნანა ჯიქია. მან შეამჩნია, რომ თავისუფალ დროს ვწერდი. დაინტერესდა და წაიკითხა. აღფრთოვანდა. მან მირჩია, გამეგზავნა ერთ-ერთ ცნობილ და ყველასთვის საყვარელი ჟურნალ „ანეულის” რედაქციისთვის და თან დასძინა: „მოეწონებათ”. მახსოვს, როდესაც გავაგზავნე მოთხოვნა, განეხილათ ჩემი ნოველა, იმ ღამეს არ მეძინა. არ მასვენებდა ათასი ფიქრი. ეს იყო იმედის სხივიც და, ამავე დროს, განცდა იმისა, მოეწონებოდათ თუ არა… მეორე დღეს, როდესაც შევიტყვე, რომ მიიღეს, მახსოვს, სიხარულისგან ავტირდი. ჟურნალი „ანეული“  ჩემს თილისმად იქცა.
უღრმესი მადლობა რედაქციას. რომ არა  მისი უნიჭიერესი გუნდი, რომელმაც არაერთ ნიჭიერ ადამიანს გაუკვალა გზა შემოქმედებით სფეროში, ალბათ მე არ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ. წერა ჩემი სულის განუყოფელი ნაწილია, სადაც კალმით ვმოგზაურობ.
– მას მერე 7 წელი გავიდა. უკვე ხართ ოთხი წიგნის თანაავტორი. წერა არ შეგიწყვეტიათ…
– ამის შემდეგ ეტაპობრივად ქვეყნდება ჩემი ნოველები. ვარ ოთხი წიგნის თანაავტორი. „მუზების ქარავანის“ სამი ტომეულის, აგრეთვე, მინიატურული პოეზია და პროზა – პირველი ტომი. ვარ ქალბატონი ირინა ხურციძის (ფსევდონიმით ირინოლა ტყეშაველი) შემოქმედთა გაერთიანების წევრი.
– ბათუმის საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალ „ოქროს ტალღის“ მონაწილე ხართ.  რას ელოდებით ამ ფესტივალისგან?
– ოთხი წელია ემიგრანტი ვარ. სამშობლოს მონატრებას წერით ვუმკლავდები, მაგრამ აქტივობას კულტურულ ღონისძიებებზე უცხო ქვეყნიდანაც ვახერხებ. ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის საერთაშორისო ფესტივალ „ოქროს ტალღას” მეორე წელია  შავიზღვისპირეთში აკადემია „გვირილა”  ატრებს. პროექტის ექსკლუზიური აქტივობა გემზე დაგეგმილი გამოფენა და წარმატებული ადამიანების წარდგენაა.
ფესტივალის ორგანიზატორმა, ქალბატონმა ერნა წიფურიამ, ნინა ჩიხლაძემ და ია ჯღარკავამ ჩემი შემოქმედებითი საქმიანობის გამო მიმიწვიეს. მათ აღნიშნეს, რომ მე და ჩემი შემოქმედება პროექტს ხიბლსა და ინტერესს შევძენდი. ამავე დროს, მეც ძალიან მსურს ჩემი ნოველები აჭარელ მკითხველთა გულებამდე მივიდეს. ვფიქრობ, ბრწყინვალე ფესტივალი გველოდება, რასაც 20- 21 ივნისს ყველა ერთად ვნახავთ.
– ასოციაცია „ჩვენი აფხაზეთის“  წევრობა პასუხისმგებლობას გულისხმობს…
– აკადემია „გვირილასთან“ არსებული ასოციაცია „ჩვენი აფხაზეთის“ საპატიო წევრი ვარ. აფხაზეთი მსოფლიო მნიშვნელობის თემაა, რომელიც დღემდე დიდ ტკივილს გვგვრის. დარწმუნებული ვარ, იქ გამართული პირველი შემოქმედებითი ღონისძიების მონაწილეც ვიქნები.
ასოციაცია „ჩვენი აფხაზეთის“ წევრობა ჩემთვის პასუხისმგებლობაა, რადგან  დევნილ მოსახლეობას და ამ კუთხის სიყვარულს ძალიან ვუფრთხილდები. ასოციაცია არაერთ აქტივობას გეგმავს, მათ შორის დევნილი ბავშვებისთვის სიმღერებისა და კლიპების მომზადებას, მათთან შეხვედრას და საუბარს, რაშიც სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას.საქართველოიტალიის პროექტ ხიდი საპატიო დელეგაციი წევრი როგორ ემზადებით ამ დღეებისთვის?
– როგორც ვიცით, სულ მალე საქართველოდან იტალიაში გამოემგზავრება დელეგაცია პროექტით  „ხიდი”. ამ პროექტის ხელმძღვანელები და სულისჩამდგმელები არიან: ასოციაცია „საქართველოს ქალბატონები“ (პრეზიდენტი ნინა ჩიხლაძე), აკადემია „გვირილას“ დამფუძნებელი, ქალბატონი ერნა წიფურია, ფილოლოგი და ორგანიზატორი ია ჯღარკავა.
იტალიაში გაიმართება ქართულ-იტალიური კულტურის დღეები, სადაც მიწვეული ვარ დელეგაციის საპატიო წევრად. ჩემი  მხრიდან უდიდესი პასუხისმგებლობაა ამ პროექტში მონაწილეობა. მომეცა უფლება, წარვდგე: რომის ოპერის თეატრში, ვატიკანის თეატრ „ჯიონეში“. ფლორენცია ღია სივრცე იქნება, სატელევიზიო გადაღებებით. აგრეთვე, ფოტო და ვიდეოგადაღებები გაიმართება უფიცის გალერეაში. წარდგენილნი იქნებიან სხვადასხვა დარგის შესანიშნავი ქართველი პროფესიონალები, მათ შორის, თანამედროვე ხელოვანები, ულამაზესი ფერწერული ნამუშევრების ავტორები. პროფესიულ განვითარებასა და შედეგებზე ორიენტირებულ მხატვრებთან ერთად  იტალიის ფესტივალზე ათი ქვეყნის მონაწილეებთან ერთად ქართულ კულტურას წარვადგენთ და ავაფრიალებთ ქართულ დროშას.
– საინტერესო ამბავი.
– ჩვენს სოფელში ცხოვრობდა ასაკოვანი ქალბატონი – კატო. ადამიანი, რომელიც დღიდან გათხოვებისა, არ გაახარეს – ჯერ მეუღლემ, შემდეგ კი მისმა უხეირო შვილებმა. 72 წლის ქალბატონი შემთხვევით შეხვდა ბავშვობის სიყვარულს, რომელიც დაქვრივებულიყო. სიმშვიდეს მონატრებულმა ქალმა ახალი ცხოვრება დაიწყო, რაც სიცოცხლის ბოლო წლებში ნამდვილად პოვა, მაგრამ საზოგადოების რისხვას ვერ გადაურჩა რასაც ერთი წინადადებით პასუხობდა. „ყველას აქვს უფლება, იყოს ბედნიერი, თუნდაც მცირე დროით“.  ეს იყო ჩემი პირველი ნოველის დაწერის მიზეზი.
– ჰობი. გეგმები…
– ჩემი ჰობია კითხვა და სამომავლოდ ვგეგმავ საკუთარი წიგნის გამოცემას.

                                                         თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები