ქართველი ექიმი-კარდიოლოგის, გია აბესაძის ხსოვნას, რომელსაც დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდებოდა, ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს

ქართველი ექიმი კარდიოლოგის, გია აბესაძის ხსოვნას, რომელსაც დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდებოდა, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს. ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.

“ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ, მოადგილე ნინო ჭაბუკიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილმა, მოადგილეებმა, გიორგი კაკოიშვილმა და ირმა გიორგაძემ ყვავილებით შეამკეს გია აბესაძის სახელობის მემორიალი.

2024 წელს ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე, გია აბესაძის სახელობის სკვერი გაიხსნა”,- წერია ინფორმაციაში.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები