ნიკა ჩიტაძე – ირაკლი კირცხალიას: თქვენ ეძახით გადატრიალებას, მაგრამ არანაირი გადატრიალება არ იყო
„არანაირი გადატრიალება არ იყო. თქვენ ეძახით გადატრიალებას, მაგრამ არანაირი გადატრიალება არ იყო“, – ასე მიმართა პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კირცხალიას პარლამენტის შენობასთან 2024 წელს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.
ნიკა ჩიტაძის თქმით, დღეს ციხეში პოლიტიკური პატიმრები არიან უბრალოდ იმიტომ, რომ თავიანთ მოსაზრებას გამოხატავდნენ.
კითხვას, რომელია პოლიტიკური პატიმარი, ნიკა ჩიტაძემ უპასუხა, – „ყველა უდანაშაულო, რომელიც ზის“.
„არანაირი გადატრიალება არ იყო, პოლიცია ურტყამდა ხალხს“, – აღნიშნა მან გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საუბრისას.