“გეოპოლიტიკური საფრთხეებიდან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ მიზანი არის, იყო და რჩება ჩვენი ეროვნული ინტერესები, ეს არის დეოკუპაცია და ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება”,- ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ყოველდღიურად შანტაჟის, დაშინებისა და მუქარის ქვეშ არის, მათ შორის ერთ დროს მეგობრული ევროკავშირის მხრიდან.
„ახლა, ამ სტუდიაში მოვისმინე საკითხები, რომელიც თემის გადატანის მცდელობა იყო. რატომ არ ვსაუბრობთ რუსეთზე? რუსეთზე არათუ ვსაუბრობთ, არამედ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ის პრობლემა რაც ჩვენ გვაქვს დღეს, ოკუპირებული ტერიტორიები, რომლის საერთო ფართობი ავიდა 20%-მდე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. სწორედ აქედან გამომდინარე არის, რომ ხელისუფლება იქცევა ძალიან ფრთხილად და წინა პლანზე წამოსწია ის სუვერენული ინტერესები, რომლის დაცვას ჩვენ გენეტიკურად გადაჩვეულები ვიყავით. გეოპოლიტიკური საფრთხეებიდან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ მიზანი არის, იყო და რჩება ჩვენი ეროვნული ინტერესები, ეს არის დეოკუპაცია და ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება“, – განაცხადა მაია ბითაძემ.