მარგუს ცაჰკნა: ახლა მოლაპარაკებების დრო არ არის, რუსეთზე ზეწოლისთვის იდეალური დროა, ვხედავთ, რომ მისი ტონი შეიცვალა, არასტაბილურ მდგომარეობაშია

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ ევროპა არ უნდა წამოეგოს კრემლის ხრიკს და რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები არ უნდა გამართოს.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში უკრაინამ რუსეთთან ბრძოლაში უპირატესობა მოიპოვა, გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობისა და ფრონტზე წარუმატებლობის ფონზე კი, მოსკოვმა ევროპასთან კონტაქტების დასამყარებლად ძალისხმევა გააძლიერა.

„ახლა საუბრების ან მოლაპარაკებების დრო არ არის. ახლა რუსეთზე ზეწოლის დროა“, – აღნიშნა ცაჰკნამ.

მისივე თქმით, მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები შედეგს იძლევა, გარდა ამისა, რუსული ჯარები ყოველდღიურად კვლავ უზარმაზარ დანაკარგებს განიცდიან.

„მისი ტონი შეიცვალა. ყველას ესმის, რომ ახლა რუსეთზე ზეწოლისთვის იდეალური დროა. საერთო ჯამში, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ამჟამად არასტაბილურ მდგომარეობაშია“, – განაცხადა ცაჰკნამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები