„ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია

„ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია.

მეორე ნახევარფინალური ტური ვენაში დღეს გაიმართა, სადაც მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა.

ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: ბულგარეთი, უკრაინა, ნორვეგია, ავსტრალია, რუმინეთი, მალტა, კვიპროსი, ალბანეთი, დანია და ჩეხეთი.

12 მაისს, „ევროვიზიის“ პირველი ნახევარფინალის მონაწილე ქვეყნებიდან ფინალში გადავიდნენ: საბერძნეთი, ფინეთი, ბელგია, შვედეთი, მოლდოვა, ისრაელი, სერბეთი, ხორვატია, ლიეტუვა და პოლონეთი.

„ევროვიზია 2026“-ის ფინალურ კონკურსზე 25 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი დღევანდელი კონცერტიდან გადავიდა ფინალში, ხოლო „დიდი ოთხეულის“ ქვეყნები – იტალია, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და მასპინძელი ქვეყანა ავსტრია ფინალში ავტომატურად გადავიდნენ.

კონკურსის გრანდიოზული ფინალი ქალაქ ვენაში 16 მაისს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები