აჭარაში, ფრიდონ ხალვაშის საიუბილეოდ, ფრიდონობა გაიმართება
17 მაისს პოეტ ფრიდონ ხალვაშის დაბადებიდან 101 და მისი შვილის, კინორეჟისორ ზაზა ხალვაშის დაბადებიდან 69 წელი შესრულდა.
აჭარის მწერალთა სახლის ინფორმაციით, ტრადიციულად, ამ დღეს გაიმართება დიდი მწერლის სახელთან დაკავშირებული ღონისძიება – ფრიდონობა, რომელიც დაიწყება 17 მაისს, დილით, 10:30-ზე, ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ეზოში, პოეტის საფლავთან. ზეიმი გაგრძელდება ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში, ფრიდონ და ზაზა ხალვაშების სახელოვნებო ცენტრში.
ფოტო: ფრიდონ ხალვაში შვილთან – ზაზასთან ერთად.