“თუ ჩვენ გვინდა ამ გადანაწილებაში რაც კავკასიაში ხდება, წილი გვქონდეს და ვიყოთ სუბიექტი, ამისთვის ამერიკის პოლიტიკურ ელიტასთან უნდა ჩამოვაყალიბოთ ურთიერთობები”, – ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პოლიტიკის ანალიტიკოსმა მირიან მირიანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპის გავლენის მიმღებ ცენტრებზე ამერიკის ელიტის გარდა სხვა ბერკეტი მსოფლიოში არ არსებობს.
„ჩვენ ყველაზე დიდი, წარმატებული პოლიტიკური პროექტი ვართ მსოფლიოს ისტორიაში. თუ ჩვენ გვინდა ამ გადანაწილებაში რაც კავკასიაში ხდება, წილი გვქონდეს და ვიყოთ სუბიექტი, ამისთვის ამერიკის პოლიტიკურ ელიტასთან უნდა ჩამოვაყალიბოთ ურთიერთობები, თუ ჩვენ შედეგები გვინდა, თუ ევროპის მორჯულებაც გვინდა. სხვა ბერკეტი ევროპის გავლენის მიმღებ ცენტრებზე ამერიკის ელიტის გარდა ფიზიკურად მსოფლიოში არ არის“, – განაცხადა მირიანაშვილმა.