მომსახურების სააგენტოს დირექტორმა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის სამსახურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა შალვა კბილაშვილმა, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის სამსახურის თანამშრომლებთან და მათ ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შალვა კბილაშვილმა საგამოცდო პროცესის კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა  და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის უმაღლესი სტანდარტით ჩატარება და საგამოცდო ადგილების გაზრდა, სააგენტოსთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

„სამუშაო შეხვედრის მიმდინარეობისას, მონაწილეებმა, საგამოცდო პროცესის ეფექტიანობის გაზრდაზე იმსჯელეს  და ამ მიმართულებით კონკრეტული სამოქმედო გეგმა დასახეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები