ავსტრალია უკრაინას Abrams-ის ტიპის ათობით ტანკს გაუგზავნის
ახალი 245 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში, ავსტრალია უკრაინას Abrams M1A1-ის ტიპის ათობით ტანკს გაუგზავნის.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ABC News ავრცელებს.
„ჩვენ მხარში ვუდგავართ უკრაინას რუსეთის უკანონო შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ტანკები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დიდ საცეცხლე მხარდაჭერას გაუწევენ და ასევე, შეავსებენ ჩვენი პარტნიორების მიერ უკრაინის ჯავშან ბრიგადების მხარდაჭერას. ავსტრალიის მხარდაჭერა უკრაინის მიმართა არ შეცვლილა“, – განაცხადა ავსტრალიის თავდაცვის მრეწველობის მინისტრმა, პეტ კონროიმ.