ნიგერიაში საწვავის ტანკერი აფეთქდა – სულ მცირე, 94 ადამიანი დაიღუპა
ნიგერიაში საწვავის ტანკერის აფეთქებას, სულ მცირე, 94 ადამიანი ემსხვერპლა,- ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, კიდევ 50 ადამიანი მძიმედაა დაშავებული.
„სიენენის“ ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და თხრილში გადავარდა. საწვავისთვის შეკრებილი ადგილობრივები ტანკერთან მიცვივდნენ, რა დროსაც აფეთქება მოხდა.