ნიუ-იორკის საფონდო ბირჟასთან 200-ზე მეტი პროპალესტინელი დემონსტრანტი დააკავეს
ნიუ-იორკის საფონდო ბირჟასთან პოლიციამ 200-ზე მეტი პროპალესტინელი დემონსტრანტი დააკავა, რომლებმაც ისრაელისთვის აშშ-ის მხარდაჭერის შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „მიეცით ღაზას სიცოცხლის უფლება“ და „შეწყვიტეთ გენოციდის დაფინანსება“.
პოლიციის ცნობით, დაკავებულია 206 ადამიანი.
ებრაული ჯგუფების განცხადებით, საპროტესტო აქციაში 500-მდე დემონსტრანტი მონაწილეობდა.