ჩრდილოეთ ისრაელში, “ჰეზბოლამ” რამდენიმე ათეული რაკეტა გაისროლა

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ჩრდილოეთ ისრაელში, “ჰეზბოლას” მებრძოლებმა რამდენიმე ათეული რაკეტა გაისროლეს.

როგორც ცნობილია, თავდაცვის ძალებმა პირველი ხუთი რაკეტიდან სამი გაანადგურეს, ხოლო დანარჩენი ორი დაუსახლებელ, უსაფრთხო ადგილებში ჩამოვარდა.

IDF ამბობს, რომ ამის შემდეგ, ზემო გალილეის რაიონში დაახლოებით 50 რაკეტის გაშვება დაფიქსირდა. უმეტესობის განადგურება წარმატებით მოხერხდა, თუმცა, დაზიანდა შენობები და მეხანძრეები ხანძრის ჩაქრობაზე მუშაობენ.

“ჰეზბოლა” აცხადებს, რომ მან კირიათ-შმონას დასახლება “რაკეტების ნაკადით” დაბომბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები