ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელის სამხედრო მოქმედებები ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ გაგრძელდება

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელის სამხედრო მოქმედებები ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ გაგრძელდება.

„ჩვენი მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს ისრაელის ჩრდილოეთ თემების უსაფრთხო დაბრუნება საკუთარ სახლებში. „ჰეზბოლა“ მზარდ ფასს გადაიხდის“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ოთხშაბათს ომის ახალი ეტაპის დაწყება გამოაცხადა, რომელიც ფოკუსირებული იქნება ჩრდილოეთ ფრონტზე „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ.

„სიმძიმის ცენტრი ჩრდილოეთისკენ გადადის. ჩვენს ძალებს, რესურსებსა და ენერგიას ჩრდილოეთისკენ გადავამისამართებთ“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები