ევროპარლამენტი ევროკავშირს ნიკოლას მადუროსთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ევროკავშირს ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებს.

ევროპარლამენტი აგრეთვე მოუწოდებს ევროკავშირს, სანქციები ვენესუელის ეროვნული საარჩევნო საბჭოს წევრებს დაუწესოს. ევროპელი კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ 28 ივლისს, ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მოქმედმა პრეზიდენტმა მადურომ გაიმარჯვა, არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს.

ამავე რეზოლუციაში, ევროპარლამენტმა ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად მადუროს კონკურენტი ედმუნდო გონსალესი აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები