ევროკავშირი უკრაინას ზამთრის გადასალახად 160 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი უკრაინას 160 მილიონ ევროს გამოუყოფს, რათა ქვეყანა ზამთრის სიცივეებს გაუმკლავდეს,- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

„მე შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ უკრაინას ზამთრისთვის დამატებით თანხებს, დაახლოებით 160 მილიონ ევროს გამოვუყოფთ. გამოყოფილი თანხის 60 მილიონი ევრო ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება, მაგალითად თავშესაფრების გაშლასა და გამათბობლების შესყიდვას, ხოლო 100 მილიონი ევრო სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირმა უკრაინას ენერგეტიკის მხარდასაჭერად, დაახლოებით, 2 მილიარდი ევრო უკვე გადასცა. გარდა ამისა, უკრაინამ ევროკავშირისგან 10 ათასზე მეტი გენერატორი და ტრანსფორმატორი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები