დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მომავალ კვირაში, სავარაუდოდ, ზელენსკის შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც მომავალ კვირაში აშშ-ში ჩასვლას გეგმავს.

მანამდე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ სურდა, სამშვიდობო გეგმა წარედგინა აშშ-ის პრეზიდენტისთვის, ჯო ბაიდენისთვის და პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის, კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპისთვის.

როგორც „როიტერი“ წერს, ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ში ჩავა და გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები