ჩეხეთში ძლიერი წვიმის გამო ქვეყნის მასშტაბით სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია

ჩეხეთში ძლიერი წვიმის გამო ქვეყნის მასშტაბით სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

უამინდობისა და წყალდიდობის საფრთხის გამო ჩეხეთის რკინიგზამ მგზავრებს მოუწოდა გადაედოთ შაბათ-კვირას დაგეგმილი მგზავრობა, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ათობით ხაზზე უკვე შეჩერებულია მოძრაობა.

„რკინიგზის ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს ყველა პრობლემის აღმოსაფხვრელად“, – აცხადებენ ჩეხეთის რკინიგზაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები