ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 20-მდე რაკეტა გაისროლეს

ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის ქალაქ საფედის მიმართულებით 20-მდე რაკეტა გაისროლეს,- ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

მათი ცნობით, რაკეტების უმეტესობა მოიგერიეს, ზოგი ღია ტერიტორიებზე დაეცა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის არავინ დაშავებულა.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ბირიას ტყეში ხანძარი გაჩნდა. ისრაელის სახანძრო და სამაშველო სამსახურების განცხადებით, მეხანძრე-მაშველებს ხანძრის ჩასაქრობად რამდენიმე საათი დასჭირდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები