“დაპირისპირებებს, გაყოფასა და შეკოწიწებას უკვე 14 წელია, ვაკვირდებით; პრობლემა არ არის იმაში, ვინ ვის ებრძვის, პრობლემა არის იდეოლოგიური” – შალვა პაპუაშვილი

“დაპირისპირებებს, გაყოფასა და შეკოწიწებას უკვე 14 წელია, ვაკვირდებით. პრობლემა არ არის იმაში, ვინ ვის ებრძვის და საკუთარი მმართველების წინაშე ვის უნდა, რომ ქულები ჩაიწეროს, პრობლემა არის იდეოლოგიური”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ნაცური“ იდეოლოგია არის ანტიქართული იდეოლოგია.

„ყველა, ვინც ამ იდეოლოგიის ნაწილია, არის ანტიქართული იდეოლოგიის ნაწილი და ყველა, ვინც ანტიქართულ იდეოლოგიაზე დგას, ის საბოლოო ჯამში საკუთარ თავსაც აზიანებს, ვინაიდან ის წინააღმდეგობაში მოდის იმ სოციალურ, ისტორიულ, საზოგადოებრივ გარემოსთან რომლის წიაღში იმყოფება და ამითი საბოლოო ჯამში თავის თავს უთხრის ძირს. ის, ვინც ძირს უთხრის საქართველოს, ის საბოლოოდ თავის თავს გამოუთხრის ძირს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები