ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ოქტომბერში რუსეთს ეწვევა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ოქტომბერში რუსეთს ეწვევა,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ინდოეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან, აჯით კუმარ დოვალთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ ველით ბატონ მოდის ყაზანში. მე გთავაზობთ ყაზანში 22 ოქტომბერს გავმართოთ ორმხრივი შეხვედრა იმისთვის, რათა შევაჯამოთ ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგები ორმხრივი შეთანხმების რეალიზაციის კუთხით, რომელსაც მისი მოსკოვში ვიზიტის დროს მივაღწიეთ“, – თქვა პუტინმა.

მედიაში ვარაუდობენ, რომ მოდი ყაზანში დაგეგმილ BRICS-ის სამიტს ეწვევა, რომელშიც ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინიც მიიღებს მონაწილეობას.

მოდი რუსეთში ბოლოს 27 აგვისტოს იყო ჩასული. მან პუტინთან უკრაინის საკითხი განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები