ალექსანდრ ლუკაშენკო – ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით, დავხმარებოდით სომხებს, მაგრამ მათ ევროკავშირში შესვლა მოუნდათ

ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით, დავხმარებოდით სომხებს, მაგრამ მათ ევროკავშირში შესვლა მოუნდათ,- ამის შესახებ განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.

ამასთან, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მხარს უჭერს სომხეთთან კეთილი ურთიერთობების შენარჩუნებას.

“კარგი იქნებოდა, თუ ჩვენ, როგორც ადრე, ყველა ნაკლოვანებისა და ნიუანსის მიუხედავად, გვექნებოდა კეთილი ურთიერთობები სომხეთთან. დამიჯერეთ, ამაში ჩვენი ბრალეულობა აბსოლუტურად არ არის. ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით, დავხმარებოდით სომხებს, ჩვენ ვთანამშრომლობდით, როგორც ყველაზე ახლობელ ადამიანებთან. მაგრამ, აი, ხედავთ, მათ მოუნდათ დასავლეთი, ევროკავშირი. რა დასავლეთი? ჩვენ არ ვართ დასავლეთთან, ამერიკელებთან თანამშრომლობის წინააღმდეგ, მაგრამ ხომ ხედავთ მათ პოლიტიკას. ხვალ ახალი ხელმძღვანელობა მოვა ამერიკის ხელისუფლებაში და სულ სხვა პოლიტიკა იქნება. სომხები ძალიან ჭკვიანი ხალხია. უახლოეს მომავალში, ისინი გაერკვევიან, სად არის მათი ბედნიერება“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები