ესტონეთის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა
ესტონეთის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით უკრაინას ეწვია,- ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
„ჩამოვედი დიდებულ ქალაქ კიევში. შეხვედრებისა და დისკუსიების მოლოდინში ვარ“, – დაწერა პრეზიდენტმა X-ში.
გავრცელებული ინფორმაციით, კარისი კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ქვეყნის ხელისუფლების სხვა უმაღლეს წარმომადგენლებს შეხვდება.