ახალი რეკორდი დამყარდა – ამერიკელმა ქალმა ველოსიპედით 108 დღეში მსოფლიო შემოიარა

ამერიკელმა ლაელ ვილკოქსმა ველოსიპედით 108 დღეში, 12 საათსა და 12 წუთში მსოფლიო შემოიარა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ლაელ უილკოქსმა 29 169-კილომეტრიანი დისტანცია დაფარა, დღეში კი, დაახლოებით, 14 საათს დადიოდა.

უილკოქსმა თავისი მოგზაურობა ჩიკაგოში დაიწყო და დაასრულა. ჯამში, მან 21 ქვეყანა და 4 კონტინენტი მოიარა.

წინა რეკორდი 2018 წელს შოტლანდიელმა ჯენი გრემმა დაამყარა, რომელსაც ანალოგიური მოგზაურობისთვის 124 დღე და 11 საათი დასჭირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები