ბრიუსელის შარლერუას აეროპორტში, პერსონალის გაფიცვის გამო, ყველა ფრენა გაუქმდა

ბრიუსელის შარლერუას აეროპორტში პერსონალის საყოველთაო გაფიცვის გამო დღეს ყველა ფრენა გაუქმდა,- ინფორმაციას ბელგიური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, აეროპორტის ხელმძღვანელობას მგზავრები ჰყავდა გაფრთხილებული, თუმცა გაფიცვამ სერიოზული სახე მიიღო მას შემდეგ, რაც იქ მომუშავე პერსონალმა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ბლოკირება მოახდინა.

ინფორმაციის თანახმად, აეროპორტის თანამშრომლები შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. გაფიცვა 24 საათს გასტანს.

აღსანიშნავია, რომ შარლერუას აეროპორტი ბრიუსელში ზავენტემის მერე სიდიდით მეორეა. ის წელიწადში დაახლოებით 8 მილიონ მგზავრს ემსახურება. ამ აეროპორტიდან რეისები 190-ზე მეტი მიმართულებით სრულდება, მათ შორის ქუთაისშიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები