ალექსანდრე ჭიკაიძემ სასაზღვრო პოლიციის ,,ახკერპის“ შენობა საზეიმოდ გახსნა (ფოტოკოლაჟი)

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა წითელ ხიდზე სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის მესამე სამმართველოს მეოთხე სექტორ ,,ახკერპის“ შენობა საზეიმოდ გახსნეს. აღნიშნული სექტორი საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე მდებარეობს.
სასაზღვრო სექტორი ადგილობრივმა მოსახლეობამ დაათვალიერა და ახალი ინფრასტრუქტურით კმაყოფილი დარჩა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სახელმწიფო საზღვრის დამცველებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება.
„აღსანიშნავია, რომ 2014 წლის თებერვლიდან მესაზღვრეებს ხელფასები მნიშვნელოვნად გაეზარდათ. 2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციისთვის დამატებითი სახსრები გამოყო საქართველო-რუსეთის ფედერაციის, საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის და საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე ახალი სექტორების მშენებლობისთვის. საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 3 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 2 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 3 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 1 სასაზღვრო სექტორი”, – აღნისნულია სამინისტროს განცხადებაში. მათივე ცნობით, 2014 წლის ბოლოსთვის დაგეგმილია 6 ახალი სასაზღვრო სექტორის მშენებლობის დაწყება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=7_k-kt1yRKs” width=”560″ height=”315″]

1150805_894865463875550_5623237319816832773_n

1424500_894865577208872_8871177449481997235_n

1513786_894865683875528_5361062764633217724_n

1538734_894865790542184_6404158357951648741_n

1909615_894865570542206_3368636667654638471_n

1977206_894865517208878_5953766612440549490_n

10152993_894865247208905_2470114651281644836_n

10155294_894865663875530_2399954992479444437_n

10155551_894865757208854_6864221558976435713_n

10353099_894865370542226_8055080679746140608_n

10376721_894865243875572_8904050866335536402_n

10516583_894865337208896_6692651259163012090_n

10538598_894865427208887_173340566401396667_n

10639495_894865590542204_4154983190465512598_n

10653510_894865530542210_5325615796853790796_n

10672224_894865493875547_8359069510117729531_n

10676125_894865743875522_3588195539874948418_n

10690196_894865250542238_9165010626907939105_n

10704038_894865450542218_3367183584224910980_n

10710576_894865733875523_6842960384691357404_n

10710690_894865393875557_740994770312240234_n

10711105_894865320542231_3309212402291696212_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები