ფოთის პორტში გემების შესვლა შეფერხდა
უამინდობის გამო, ფოთის პორტში გემების შესვლა შეფერხდა. ამის შესახებ „კვირას“ პორტის ადმინისტრაციაში განუცხადეს. მატივე განცხადებით, ამჟამად პორტში შესვლას 3 ბორანი და დაახლოებით 12 სატვირთო გემი ელოდება.
„ამინიდის გაუმჯობესებასთან ერთად გაგრძელდება გემების შემოსვლა. ზამთრის პერიოდის დადგომასთან ერთად შტორმი და ზღვის ღელვა ცვეულებრივი მოვლენაა, რის გამოც შეფერხდა გემების შემოსვლა.“, – აცხადებენ პორტის ადმინისტრაციაში.