ირმა ინაშვილი: უხერხულია, როცა გარშემო ამდენი ამაო ბოღმა ინთხევა პრემიერის მეუღლის ჩაცმულობის გამო

ჟურნალისტი ირმა ინაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის ნუნუკა თამაზაშვილის აშშ-ში ოფიციალურ საუზმეზე ყოფნისას ჩაცმულობის შესახებ საზოგადოების არაერთგვაროვან რეაქციას ეხმაურება. როგორც ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ძალზედ უხერხულია, როდესაც პრემიერის მეუღლის ჩაცმულობის გამო ამდენი ამაო ბოღმა ინთხევა.
„ზოგიერთი ქართველი „შანელის“ საყურადღებოდ კიდევ ერთხელ ვწერ. მანდილოსნის შავი ე.წ. საღამოს, ან ოფიციალური შეხვედრებისათვის განკუთვნილი კაბის სარჩულად თანამედროვე დიზაინერები პარიზშიც, რომშიც და ნიუ – იორკშიც ხშირად იყენებენ თეთრ, ან კრემისფერ ქვედაკაბას. მითუმეტეს, თუ შავი კაბა გაწყობილია ნაქარგით, ან რაიმე სხვა ელემენტით. თანამედროვე მოდის ტენდენციები უკიდეგანოა და ჩარჩოები დიდი ხანია აღარ აქვს. ამდენად, ძალზე უხერხულია, როცა გარშემო ამდენი ამაო ბოღმა ინთხევა, პრემიერის მეუღლის ჩაცმულობის გამო. თან, ძირითადად, ისეთი ადამიანების მხრიდან, რომლებსაც არც მოდაზე აქვთ წარმოდგენა და, ზოგადად, არც ცხოვრებაზე. ჩაცმულობა და მოდა კი არაა შუაში, თქვენი უსაზღვრო შური და მურიანი გულია თავში. ამაზე რობერტ სტურუა დიდი გულისტკივილით წერდა. სხვათა შორის, ახლა ნუნუკა თამაზაშვილს, რობერტ სტურუას, მე და მთელ დანარჩენ სამყაროს ერთად აგვიჯანყდით. აბა, თქვენ იცით. ჰო, „ნინა რიჩის“ კაბები კარადაში ჩრჩილმა არ შეგიჭამოთ. ერის ნაწილი ასეთი გაბოროტებული იყოს, არ ვიცი. პრობლემა გვაქვს აშკარად ზნეობრივი. რაც შეეხება პანფილოვს, კრეტინებზე და არარაობებზე ლაპარაკი მეზარება. სხვა დროს გავერთობი“, – წერს ინაშვილი.
რაც შეეხება ჟურნალისტ ოლეგ პანფილოვს, ის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ასევე პრემიერი მეუღლის, ნანუკა თამაზაშვილის ჩაცმულობის შესახებ წერდა – „დედოფლის წყაროს მოდა. შემოდგომა-ზამთრის კოლექცია 2014“.

1910143_10152425415164779_3044457010415616582_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები