ჭყონდიდის ეპარქიაში ჭყონდიდლობის სახალხო დღესასწაული აღნიშნეს

სამეგრელო. მარტვილი. ჭყონდიდის ეპარქია. 25 სექტემბერი-ჭყონდიდობის სახალხო დღესასწაული. ჭყონდიდი დიდ მუხას ნიშნავს და ამ დღესასწაულის ფესვებიც შორეულ წარსულში იღებს სათავეს. საქართველოს ისტორიაში ცნობილი არიან დიდი ჭყონდიდელები, განსაკუთრებით კი დავით აღამაშენებლის აღმზრდელი გიორგი ჭონდიდელი, რომლის დროსაც ყველაზე ძლიერი იყო სახელმწიფო.
ჭყონდიდელებად გადადიანებული ჩიქოვანები ინიშნებოდნენ (ერთი ჭყონდიდელის გარდა ყველა ჭყონდიდელი დადიანების შთამომავალია), რომელთაც ქონებასთან ერთად გონებაც უჭრიდა, სწორედ ასეთ ადამიანებს შეეძლოთ სახალხო და სახელწიფო საქმეების კეთება. ეს იყო პოლიტიკური პერსონა, რომელიც გადაწყვეტილებებს ღებულობდა. მეჭურჭლეთუხუცესი -დღევანდელი გაგებით პრემიერი, ეს იყო ადამიანი, რომელიც საერო ხელისუფალთან ერთად სულიერებას სძენდა სახელწიფოს მართვას. საქართველოს ისტორია, რომელიც განუწყვეტელი ომების ისტორიაა, შინ თუ გარეთ, ასეთი პერსონის აუცილებლობა მუდამ იყო. მაგალითად, ანტონ ჭყონდიდელის ქადაგებებიდან ვიგებთ, რომ მან სამეგრელოში, ჭყონდიდის ტერიტორიაზე აკრძალა 1. მიწის უცხოელზე გაყიდვა, 2. გამოსცა განკარგულება, რომ მეგრელებსა და გურულებს შორის ურთიერთობა დამთბარიყო. ბევრი მსგავსი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანამ ქვეყანა საგრძნობლად გააძლიერა და სახელმწიფოებრივ აზროვნებას დაუდო სათავე. 25 სექტემბერს მეუფე პეტრეს შემწეობით ჭყონდიდის ეპარქიაში სწორედ ეს ტრადიცია აღინიშნა. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი ეპარქიაში, და ეს არ იყო მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, ან მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ეპარქიების წარდგინება,იყვნენ მთელი საქართველოდან, ტაძარში გაიმართა დღის აღსანიშნავი წირვა-ლოცვა, ტაძრის ეზოში საზოგადოებას მიმართეს საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა: სერგო ვარდოსანიძემ, ვახტანგ გურულმა, ბუბა კუდავამ… გამომსვლელები და, ზოგადად, ადამიანები საუბრობდნენ, რამდენად აუცილებელია, რომ საერო და სასულიერო ერთსულოვნება იყოს ქვეყანაში. და განსაკუთრებით დღეს… იყო ხალხური მუსიკის კონცერტი, და შემდეგ ტრაპეზი დადიანების რესტავრირებულ სივრცეში, ულამაზეს მარანში გაიმართა. ეს იყო ერთი დღე, რომელიც ისტორიასთან ერთად მარტვილის მოსახლეობას დიდხანს ემახსოვრება. განსაკუთრებით საგულისხმო იყო სახელწიფო მოღვაწეების, სასულიერო პირების, საზოგადო მოღვაწეების ურთიერთობა ადგილობრივ მოსახლეობასთან.

თამარ ბელქანია

10653440_10152425392919779_1043770696852773807_n

10410621_10152425392909779_996641040254535836_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები